ვალენსიამ სელტას მოუგო | გიორგი მამარდაშვილის შეფასება
16 საათის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ესპანეთის ლა ლიგა 1-ის 22-ე ტურის შეხვედრაში "ვალენსიამ" "სელტა ვიგო" 2:1 დაამარცხა.
გიორგი მამარდაშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო, Sofascore-მა ქართველი მეკარე 6.7-ით შეაფასა, მამარდა ბურთს 36-ჯერ შეეხო, 34 გადაცემიდან 20 ზუსტად შეასრულა, ერთხელ ბურთი მოიგერია.
"ვალენსია" ლა ლიგა 1-ის ცხრილში 19 ქულით ბოლოსწინა მე-19 ადგილზეა (4 მოგება, 7 ფრე, 11 მარცხი). მომდევნო შეხვედრას ქართველი ფეხბურთელის გუნდი ესპანეთის თასის ეგიდით "ბარსელონას" წინააღმდეგ გამართავს, მატჩი 7 თებერვალს, 00:30 საათზე გაიმართება.
FT: #ValenciaCelta 2-1@valenciacf_en secure a crucial victory at the Mestalla! 👏#LALIGAEASPORTS pic.twitter.com/HnIFog7mmW
— LALIGA English (@LaLigaEN) February 2, 2025