Belive

ვალენსიამ პრეზიდენტი შეცვალა

2 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

წელს "ვალენსია" გადარჩენისთვის იბრძვის. გუნდი ლა ლიგის გასავარდნ ზონაშია და ახლა პრეზიდენტიც შეეცვალა. 2022 წლიდან, ამ თანამდებობას ლაიჰუნ ჩანი იკავებდა, თუმცა კლუბის მფლობელმა, პიტერ ლიმმა გადაწყვიტა, პრეზიდენტის თანამდებობაზე საკუთარი ვაჟი, კიატ ლიმი დააწინაუროს, რომელიც აქამდე დირექტორთა საბჭოს წევრი იყო.

მოხარული ვარ, გადავაბარო ესტაფეტა ბატონ კიატ ლიმს, რომელიც ჩვენი მთავარი აქციონერის შვილია. ეს რეორგანიზაცია არის მუდმივი ერთგულების მტკიცე დადასტურება კლუბისა და მისი მომავლის მიმართ. ასევე, მინდა გამოვხატო ჩემი გულწრფელი მადლობა გულშემატკივრების და ყველა დაინტერესებულ მხარის მიმართ - თქვენი მხარდაჭერისთვის ამ თანამდებობაზე მუშაობის დროს. - ვალენსიას ყოფილი პრეზიდენტი, ლაიჰუნ ჩანი

ესპანეთის ჩემპიონატის 26 ტურის შემდეგ, ვალენსიელებს მხოლოდ 24 ქულა აქვთ და მე-18 პოზიციას იკავებენ, მომდევნო შეხვედრას კი საკუთარ კედლებში, "ვალიადოლიდის" წინააღმდეგ ჩაატარებენ. ვალიადოლიდი ჩემპიონატის ბოლოადგილოსანი და გავარდნის მთავარი კანდიდატია.

სხვა სტატიები