Belive

უგო ეკიტიკე მსოფლიოს ჩემპიონატს გამოტოვებს

3 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

ოფიციალურად დადასტურებული ინფორმაციით, უგო ეკიტიკეს ტრავმა სერიოზულია და ის ინგლისის პრემიერ ლიგის დარჩენილ ნაწილს და მსოფლიოს ჩემპიონატს გამოტოვებს.

საფრანგეთის ნაკრების 23 წლის ცენტრალურმა ფორვარდმა უეფას ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის საპასუხო შეხვედრაში პსჟ-სთან (0:2, ორი მატჩის ჯამში 0:4), ტრავმა მიიღო და მოედანი საწყის ტაიმში დატოვა.

სამედიცინო შემოწმების შემდეგ, ტრავმის სიმძიმე გამოავლინა და დადასტურდა, რომ ის ვერც ლივერპულს და ვერც ნაკრებს უახლოეს მომავალში ვერ დაეხმარება.

ეკიტიკე ლივერპულს 2025 წლის ივლისში ფრანკფურტის აინტრახტიდან შეუერთდა და ამ სეზონში 17 გატანილი გოლით გუნდის საუკეთესო ბომბარდირია, მათ შორის 11 ბურთით პრემიერ ლიგაში.

სხვა სტატიები