U17 | საქართველო ისლანდიასთან დამარცხდა
საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში ისლანდიასთან 1:5 დამარცხდა. ერთადერთი გოლი ქართველთა რიგებიდან იბერია 1999-ის ფეხბურთელმა, საბა ავდოევმა გაიტანა.
საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები მომდევნო შეხვედრაში საბერძნეთის ახალგაზრდულს დაუპირისპირდება, მატჩი 30 ოქტომბერს, 19:00 საათზე დაიწყება. 3-გუნდიანი ჯგუფიდან, შემდეგ ეტაპზე თამაშს ორი გუნდი განაგრძობს.
U17 | შემადგენლობა
მეკარეები: მათე ჭელიძე (დინამო თბილისი), გიორგი კახიძე (სფფ-ის ქუთაისის აკადემია), საბა ცარციძე (კოლხეთი 1913).
მცველები: დავით ცქვიტაია (დინამო თბილისი), საბა კილაძე (იბერია 1999), ალიკა გეთიაშვილი (დინამო თბილისი), იოანე გოგიჩაიშვილი (დინამო თბილისი), ანდრია ფოცხვერია (დინამო თბილისი), ლუკა შარიქაძე (დინამო თბილისი), ანზორ ცირამუა (სფფ-ის ქუთაისის აკადემია), თორნიკე ფილაური (დინამო თბილისი).
ნახევარმცველები: საბა ავდოევი (იბერია 1999), საბა შარვაშიძე (დინამო თბილისი). რევაზ ვარდანია (ლოკომოტივი თბილისი), გიორგი ლაგვილავა (35-ე სკოლა), თორნიკე კვარაცხელია (დინამო თბილისი), გიორგი გორგაძე (დინამო თბილისი).
თავდამსხმელები: სანდრო მიქაუტაძე (დინამო თბილისი), სანდრო კუნჭულია (იბერია 1999), ანდრია ბართიშვილი (კოლხეთი 1913), ანდრია სვანიძე (გენგამი, საფრანგეთი).