ტუხელი ესპანეთთან მოგებაზე: "რაც აქ ვარ, საუკეთესო თამაში ჩავატარეთ"
ერთა ლიგის ბოლო ტურში, ინგლისმა ესპანეთთს სტუმრად (2:3) მოუგო და ამით, 'სამმა ლომმა' ესპანელების 43-მატჩიანი წაუგებელი სერია შეწყვიტა.
მადრიდში გამართულ დაძაბულ და სანახაობრივ შეხვედრაში ინგლისელებმა ერთა ლიგის A3 ჯგუფში პირველი ადგილი გაინაღდეს. სტუმრები ჰარი კეინის (პირველ ტაიმში გატანილი პენალტით), ეზრი კონსასა და ბენ უაითის გოლების წყალობით 3:0 დაწინაურდნენ, თუმცა 63-ე წუთზე ელიოტ ანდერსონის გაძევებამ თამაშის სურათი რადიკალურად შეცვალა.
ანდერსონს წითელი ბარათი საჯარიმოში ლამინე იამალის წაქცევისთვის უჩვენეს, დანიშნული პენალტი კი მიკელ ოიარსაბალმა ზუსტად შეასრულა, რამაც ესპანელებს მეორე სუნთქვა გაუხსნა.
შეცვლაზე შემოსულმა ნიკო უილიამსმა ეფექტური კომბინაცია გოლით დააგვირგვინა და სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა. ამის შემდეგ „ფურია როხამ“ ინგლისის კარზე ნამდვილი შტურმი მიიტანა და ანგარიშის გათანაბრებას ცდილობდა.
თუ გავითვალისწინებთ გარემოებებს, წნეხს, თამაშის ხარისხსა და ადგილს - ჩვენ ვეთამაშებოდით მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონებს, რომლებსაც მანამდე 43 შეხვედრა არ ჰქონდათ წაგებული. მადრიდში, ასეთ ატმოსფეროში ნაჩვენები ფეხბურთი ძალიან სრულყოფილი და, ამ ეტაპზე, ჩვენი საუკეთესო თამაში იყო.
ჩვენ კარგად ვაცნობიერებთ, რა გავაკეთეთ მოედანზე. 60-65 წუთის განმავლობაში ისეთი თამაში ვაჩვენეთ, რომ სრულიად დამსახურებულად ვიგებდით 3:0-ს. რა თქმა უნდა, წითელმა ბარათმა და პენალტმა მატჩის დინამიკა და ხასიათი შეცვალა. ესპანეთში, ესპანეთის წინააღმდეგ 30 წუთის გატარება სამ საათს უდრის, ამიტომ ამ ეპიზოდმა ყველაფერი თავდაყირა დააყენა.
მეც და ფეხბურთელებმაც ძალიან კარგად ვიცით, რა დონე ვაჩვენეთ. ამ გამარჯვების მთავარი ფასი და განაცხადი სწორედ ისაა, რომ ეს წარმატება დამსახურებული იყო და შედეგი ლოგიკურად მოჰყვა თამაშის ხარისხს. - განაცხადა თომას ტუხელმა
🚨 THOMAS TUCHEL REACTS AFTER ENGLAND'S STATEMENT WIN OVER SPAIN: “THE LAST 30 MINUTES FELT LIKE TWO HOURS!”
— PSALM 💙❤️🇪🇸🇦🇷 (@Psalmist_FCB) November 16, 2026
🗣️ thomas tuchel:- 65 minutes in the Metropolitano, England played like a team that had finally arrived. Harry Kane buried the penalty. Ezri Konsa and Ben White struck… pic.twitter.com/XboHlyF1Vb
ამ ზაფხულს, მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალამდე მიმავალ გზაზე, სადაც ინგლისი არგენტინასთან დამარცხდა, ტუხელის გუნდმა მექსიკაში, სტადიონ „აცტეკაზე“ კაცნაკლულმა მოიპოვა შთამბეჭდავი გამარჯვება. ამჯერადაც, თავგანწირული დაცვითი თამაში, როდესაც ესპანელებმა კარის მიმართულებით 23-ჯერ დაარტყეს, ინგლისელებმა კი მხოლოდ 9-ჯერ, ძალიან ჰგავდა მექსიკასთან იმავე ანგარიშით მოგებულ შეხვედრას.