Belive

ტრანსფერი გარდაუვალია - ქოჩორაშვილს ესპანეთში კიდევ ერთი მსურველი გამოუჩნდა

2 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

გიორგი ქოჩორაშვილი სპორტინგის დატოვების ზღვარზეა - აღნიშნულ ინფორმაციას პორტუგალიური და ესპანური სპორტული ტაბლოიდები ავრცელებენ. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ლისაბონური კლუბის მთავარი მწვრთნელი 26 წლის ქართველ ნახევარმცველს არ ენდობა და მეტი სათამაშო დროის მისაღებად, თავად ქოჩორაშვილსაც სურს ამჟამინდელი კლუბის დატოვება.

სპორტინგი გიორგი ქოჩორაშვილის სანაცვლოდ 5.5 მილიონი ევროს მიღებას გეგმავს, სწორედ იმ რაოდენობის, რაც ლევანტეს გადაუხადა. ქოჩორაშვილს მსურველ კლუბებს შორის დიდი კონკურენციაა - მედიაში აქტიურად აპელირებენ, რომ 26 წლის ნახევარმცველის დამატება ლევანტეს, რაიო ვალეკანოს, ხეტაფესა და ჟირონას სურთ.

El Desmarque აღნიშნავს, რომ გიორგი ქოჩორაშვილის პოტენციურ ტრანსფერში სელტაც ჩაერთო, რომლის ხელმძღვანელობა დიდი ხანია ქართველს აკვირდება და მისი შეძენა სურს. გამოცემა იმასაც წერს, რომ სელტას, რომელიც მომავალ სეზონში ევროტურნირებზე იასპარეზებს, სატრანსფერო ბატალიებში საუკეთესო პოზიცია უკავია, მაგრამ გარიგება მაინც არ იქნება მარტივი.

შეგახსენებთ, რომ გიორგი ქოჩორაშვილმა სპორტინგის მაისურით მხოლოდ 26 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და მოედანზე ჯამში 970 წუთი გაატარა. ქოჩორაშვილის ანგარიშზე 2 საგოლე გადაცემაა.

სხვა სტატიები