ტრაგედია ალჟირში - სტადიონის მოაჯირის ჩამონგრევის შედეგად 3 ადამიანი გარდაიცვალა
9 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ალჟირში, ,,5 ივლისის'' სტადიონზე, MC Alger-სა და მაგრას შეხვედრის დასრულების შემდეგ, ტრაგედია მოხდა.
მასპინძელი გუნდის გულშემატკივრები ჩემპიონობას აღნიშნავდნენ, როცა სტადიონის ზედა იარუსზე მოაჯირის ნაწილი ჩამოინგრა, რასაც 3 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 80 კი დაშავდა.
ინციდენტის შემდეგ, სამძიმრის წერილები ქვეყნის პრეზიდენტმა, არაერთმა ოფიციალურმა პირმა და საფეხბურთო კლუბმა გაავრცელა. როიტერის ცნობით, MC Alger-ის რამდენიმე ფეხბურთელი დაშავებულთათვის სისხლის ჩასაბარებლად საავადმყოფოში მივიდა.
,,5 ივლისის'' სტადიონი, რომელიც 62 000 მაყურებელს იტევს, 1972 წლის 17 ივნისს გაიხსნა, მას შემდეგ არენა 6-ჯერ გარემონტდა, მათ შორის ბოლოს 2022 წელს.
Le moment où la tribune s’est effondré au stade du 5 juillet ! 💔 pic.twitter.com/IjHHEEyYAC
— El Khadra Foot🎙️🌙 (@ElKhadraFoot) June 22, 2025