ტოტენჰემი ფსიქოლოგს ეძებს
ტოტენჰემმა ახალი ფსიქოლოგის ძებნა დაიწყო, რათა გუნდის მყიფე მორალური მდგომარეობა აღადგინოს. გუნდი ამჟამად პრემიერ ლიგაში გადარჩენისთვის იბრძვის. ჩრდილოეთ ლონდონელებისთვის 2026 წელი კოშმარულად მიდის, მათ ჩემპიონატში ერთი გამარჯვებაც კი არ მოუპოვებიათ, რამაც მფლობელები დაარწმუნა, რომ ფსიქიკური გადაღლილობა ახლა ისეთივე დიდი საფრთხეა, როგორც ფეხბურთელების სათამაშო ფორმა.
ტელეგრაფის ცნობით, კლუბმა მაღალი დონის ფსიქოლოგის ვაკანსია გამოაქვეყნა. გადაწყვეტილება მიუთითებს საბჭოს მიერ იმის აღიარებაზე, რომ მხოლოდ ტაქტიკური კორექტირება და ფიზიკური მომზადება აღარ არის საკმარისი გუნდის დაღმავალი ტრაექტორიის გამოსასწორებლად.
ჩვენ ვეძებთ გამორჩეულ ფსიქოლოგს. მულტიდისციპლინური გუნდის წევრად ყოფნისას თქვენ უხელმძღვანელებთ ელიტური პროფესიონალი მოთამაშეებისთვის ფსიქოლოგიურ მხარდაჭერას. როლი მოიცავს მოთამაშეებთან როგორც ინდივიდუალურ მიდგომას, ასევე სისტემურ მუშაობას.
ეს როლი მოითხოვს პრაქტიკოსს, რომელიც არის სანდო, ფრთხილი და მაღალეფექტური პრემიერ ლიგის ამ გარემოში, მას უნდა შეეძლოს მოთამაშეებთან და მწვრთნელებთან ნდობის დამყარება, ამავდროულად იმუშაოს პროფესიონალური სიზუსტით. - ვკითხულობთ ტოტენჰემის მიერ გამოცხადებულ ვაკანსიაში
33 ტურის შემდეგ, ტოტენჰემს 31 ქულა აქვს და მე-18 ადგილზეა (გასავარდნი ზონა). გუნდი მეჩვიდმეტე ადგილზე მყოფ ვესტ ჰემს 2 ქულით ჩამორჩება.
(🥇) 🚨 NEW: #thfc are advertising for a new Lead Psychologist to work with the First Team. 🧠@Matt_Law_DT pic.twitter.com/SCD3gFBo4f
— Spurs Army (@SpursArmyTweets) April 22, 2026