Belive

ტორინოს მთავარ მწვრთნელად შესაძლოა ჯილარდინო დაინიშნოს

3 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

ტორინოს მთავარ მწვრთნელად შესაძლოა ალბერტო ჯილარდინო დაინიშნოს, ამის შესახებ ინფორმაციას Skysport-ის ჟურნალისტი და სატრანსფერო ექსპერტი ჯანლუკა დი მარციო აქვეყნებს. წყაროს ცნობით კლუბსა და იტალიელ სპეციალისტს შორის შეხვედრაც გაიმართა, მაგრამ ხელმძღვანელობას საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ კიდევ არ მიუღია.

ტორინოს მთავარ მწვრთნელად დანიშვნის რამდენიმე ვარიანტი აქვს, მათ შორის არიან: ალბერტო ჯილარდინო, იგნასიო აბატე, ეუსებიო დი ფრანჩესკო და ივან იურიჩი. ტურინულ გუნდს მომავალი სეზონისთვის მწვრთნელი აუცილებლად მოსაძებნი ჰყავს, ჯერჯერობით კი მისი ვინაობა უცნობია.

ყოფილ ფეხბურთელს და აწ უკვე მთავარ მწვრთნელს ალბერტო ჯილარდინოს სამწვრთნელო კარიერაშიც აქვს გამოცდილება, მას სულ იტალიურ გუნდებში უმუშავია, ესენია: რეზატო, პრო ვერჩელი, სიენა, ჯენოა და პიზა.