"ტოპ ლიგაში ტრანსფერი ელის" - ბოსნიური მედია გულიაშვილს უცხოპლანეტელს ადარებს
1 დღის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ბოსნიური მედია "სარაევოსა" და საქართველოს ნაკრების ცენტრალური ფორვარდის, გიორგი გულიაშვილის შესახებ საუბრობს და ამბობს, რომ ის უცხოპლანეტელია.
"ქართველი ამ სეზონში ბონსიის პრემიერ ლიგის მოედნებზე ნამდვილად საუკეთესო მოთამაშეა და ამას ყოველ კვირა ამტკიცებს. დიახ, ხანდახან ეგოისტია და გულშემატკივრებს ტკივილს აყენებს, მაგრამ ამავდროულად ის მოთამაშეა, რომელსაც ერთი სვლით თამაშის გადაწყვეტა შეუძლია.
ამ სეზონში გულიაშვილს 19 მატჩში 13 გოლი აქვს გატანილი და ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირია. ამავე დროს, მას 4 საგოლე პასიც აქვს.
ზოგჯერ მას თანაგუნდელები მხარს ვერ უბამენ, მაგრამ ამაზე მეტად მნიშვნელოვანი ისაა, რომ ისეთი ფეხბურთელის ყურების საშუალება გვაქვს, როგორიც ჯერ არ გვინახავს. ამას სიამოვნებით ვაკეთებთ.
მას გუნდის თამაშზე წარმოუდგენელი გავლენა აქვს. ყველაზე მნიშვნელოვანია მისი უნარი, რომ დაცვასა და შეტევაში მთელი მატჩის განმავლობაში უწყვეტად ირბინოს. ასევე, ითამაშოს თამაშგარე მდგომარეობის ზღვარზე, შეავიწროვოს მცველები და გაიტანოს გოლები.
გიორგი გულიაშვილთან ერთად და მის გარეშე "სარაევო" ორი განსხვავებული გუნდია, ბოსნიის ჩემპიონატში ის უცხოპლანეტელს ჰგავს. ადგილობრივმა ფეხბურთელებმა მისგან ბევრი უნდა ისწავლონ. მას ტოპ 5 ლიგაში მრავალმილიონიანი ტრანსფერი ელოდება", - წერს avaz.ba.
"სარაევოს" შემადგენლობაში, ბოსნიის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში გიორგი გულიაშვილმა 19 მატჩში 13 გოლის გატანა და 4 საგოლე პასის გაკეთება მოახერხა, რა მაჩვენებლითაც საუკეთესო ბომბარდირია, მისი გუნდი კი სამეულში იმყოფება. ასევე, კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის 4 მატჩში მან კიდევ 1 გოლის გატანა შეძლო, ქვეყნის თასზე კი 3 მატჩში 3 გოლი შეაგდო.