Belive

The Best - წლის საუკეთესო თერთმეტეული და სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულები

9 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

ფიფას ორგანიზებით, კატარის დედაქალაქ დოჰაში, გასული წლის საუკეთესო ფეხბურთელის დაჯილდოების ცერემონიალი - The Best გაიმართა.

გამარჯვებული ეროვნული ნაკრებების კაპიტნების, მთავარი მწვრთნელების, სპორტის ჟურნალისტებისა და გულშემატკივრების გამოკითხვის შედეგად გამოვლინდა.

საუკეთესოდ საფრანგეთის ეროვნული ნაკრებისა და პარი სენ ჟერმენის შემტევი, უსმან დემბელე დასახელდა.

დემბელემ გასულ სეზონში პსჟ-ის მაისურით ჩატარებულ 53 შეხვედრაში 35 გოლი გაიტანა და 16 საგოლე გადაცემა მიითვალა. 28 წლის ფეხბურთელმა წელს ჩემპიონთა ლიგის, ლიგა 1-ის, საფრანგეთის თასის, სუპერთასისა და ევროპის სუპერთასის მოგება შეძლო.

  • 2025 წლის საუკეთესო თერთმეტეული: ჯანლუიჯი დონარუმა - აშრაფ ჰაკიმი, ვილიან პაჩო, ვირჯილ ვან დაიკი, ნუნო მენდეში, ჯუდ ბელინგემი, კოულ პალმერი, ვიტინია, პედრი, ლამინე იამალი, უსმან დემბელე.

  • ფიფას ვერსიით (მას შემდეგ, რაც დაჯილდოება ამ სახით ტარდება) საუკეთესოდ ყველაზე მეტჯერ, სამჯერ, მესი დაასახელეს. ამ მხრივ, მეორე ადგილს რონალდუ და ლევანდოვსკი იყოფენ.

  • 2025 წლის საუკეთესო მეკარე - ჯანლუიჯი დონარუმა

  • 2025 წლის საუკეთესო მწვრთნელი - ლუის ენრიკე

სიმბოლურ გუნდში მოსახვედრად ხვიჩა კვარაცხელიაც იბრძოდა, რომელიც 22 თავდამსხმელს შორის იყო დასახელებული.

სხვა სტატიები