სუპერკომპიუტერის პროგნოზი - ვინ მოიგებს ჩემპიონთა ლიგას?
3 კვირის წინ
ფეხბურთი
1 წთ
Opta-ს სუპერკომპიუტერმა ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონის სეზონის მთავარი ფავორიტი დაასახელა.
ლიდერებს შორის პირველ ადგილს ,,ლივერპული'' იკავებს, რომლის საჩემპიონო შანსებიც 24.6%-ია. მეორე ადგილზე ,,არსენალია'' (16.6%), მესამეზე კი - ,,ინტერი'' (14.5%).
Opta Analyst-ის გამოთვლებით, ხვიჩა კვარაცხელიას ,,პარი სენ ჟერმენი'' ჩემპიონობის მე-5 ფავორიტია და მისი შანსები 6.3%-ით ფასდება. გარდა ამისა, 12.6%-ია იმის შანსი, რომ ლუის ენრიკეს გუნდი ფინალში გავა.
ერთადერთი კლუბი, რომლის საჩემპიონო ალბათობა 0-ს უტოლდება, ფრანგული ,,ბრესტია''.
