eFootball 2022-ის გულშემატკივრები თამაშით უკმაყოფილოები არიან | PHOTO/VIDEO
eFotball-ი, რომელიც PES-ის განახლებული ვერსიაა (Pro Evolution Soccer), დღეს ოფიციალურად გამოვიდა და სოციალურ ქსელში დიდი კრიტიკა გამოიწვია.
შემდეგი კლუბები: "ბარსელონა"; "იუვენტუსი"; მიუნხენის "ბაიერნი" და "მანჩესტერ იუნაიტედი" სრულიად ლიცენზირებულია მას შემდეგ, რაც "კონამიმ" EA SPORT-სა და FIFA-ს კონკურენციაში აჯობა, თუმცა უშუალოდ თამაშის ხარისხისა და გრაფიკული გამოსახულებისა და "გეიმფლეის" შესახებ, სოციალურ ქსელში ბევრი კრიტიკული აზრი იწერება. პირველ რიგში, რაც გულშემატკივრების თვალთახედვის არეალში მოხვდა, არის ის, რომ მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავები - ლიონელ მესი და კრიშტიანუ რონალდუ საერთოდ არ გვანან საკუთარ თავებს.Welcome to eFootball™ 2022@Konami's latest title is officially here! Free to Play and with a host of new features as we #SetFootballFree See our full trailer right here:https://t.co/uhWu2D4FAs — eFootball (@play_eFootball) September 30, 2021
და ეს ყველაფერი არ არის. ერთ-ერთი eFootball-ის მომხმარებელი გვიზიარებს სათამაშო მომენტს, სადაც ჩანს, რომ ნიკლას ოტამენდი ბურთის მოსაპოვებლად გარბის, რომელსაც იყვანს პორტუგალიელი მცველი პეპე, ბრძოლის დროს კი ნიკლას ოტამენდის ხელი/მხარი ისე ჩანს, რომ თითქოს ძვრება.Please tell me this is fake? #eFootball2022 pic.twitter.com/CiPDzwAqSu — Matt (@MGH) September 30, 2021
ასევე მომხმარებელი მეორე სათამაშო მომენტს გვაჩვენებს, სადაც ჩანს, რომ ანსუ ფატი ბურთით ნარუტოსავით გარბის - უკან გაშლილი ხელებითა და ბურთით წინ.eFootball, formerly known as PES, has officially released today as a free-to-play game. This is how it’s going...🙃 (via @Nakerman)pic.twitter.com/TzoB40qCae — B/R Football (@brfootball) September 30, 2021
eFootball-ის მომხმარებლებს თამაში იმდენად არ მოეწონათ, რომ ისინი იმედოვნებენ FIFA-ს 2022 წლის ვერსია ბევრად დახვეწილი იქნება და eFootball-ს სწორედ FIFA 2022-ით ჩაანაცვლებენ.Thanks for kill my fav game @play_eFootball #efootball2022 here is a Video with Ansu Fati running like naruto pic.twitter.com/JQ2KRr2RwC — Ricardo Bassricky (@BassRicky_) September 30, 2021