სკანდალი მუნდიალზე | სამხრეთ კორეის დახურულ ვარჯიშს დრონით უთვალთვალებდნენ
მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი ტური ოფიციალურად დასრულდა, 18 ივნისიდან ჯგუფური ეტაპის მეორე ტურები აიღებს სტარს.
საფეხბურთო დაძაბულობა პიკს აღწევს და საქმეში უკვე 'საფეხბურთო ჯაშუშობაც' ჩაერთო. სამხრეთ კორეის ნაკრებმა ოფიციალურად განაცხადა, რომ მექსიკასთან უმნიშვნელოვანესი მატჩის წინ, მათ დახურულ საწვრთნელ ვარჯიშზე უცნობი დრონი დაფრინავდა და გუნდის ტაქტიკურ ჩანაფიქრებს აფიქსირებდა.
⚠️🇰🇷🇲🇽 Corea denunció que había UN DRON SOBREVOLANDO SU ENTRENAMIENTO A PUERTAS CERRADAS previo al duelo vs México.
— Sudanalytics (@sudanalytics_) June 17, 2026
⛔️ Se comunicaron con las autoridades mexicanas para DERRIBARLO, y cuando fueron a buscarlo YA NO ESTABA.
🗣️ “Antes de que llegara el equipo nacional, dos hombres… pic.twitter.com/wyrM5K46wd
აზიელთა სამწვრთნელო შტაბმა რეაგირება მყისიერად მოახდინა. მათ საუბარი ადგილობრივ სამართალდამცავებთან და მექსიკის ხელისუფლებასთან დაიწყეს, რათა საეჭვო საფრენი აპარატი ჩამოეგდოთ. თუმცა, როდესაც პოლიცია მითითებულ ადგილზე დრონის საძებნელად მივიდა, ის იქ აღარ დახვდათ.
სამხრეთ კორეის დელეგაციის წარმომადგენლებმა განვითარებულ მოვლენებზე პირველი კომენტარი გააკეთეს.
„სანამ ეროვნული ნაკრების უსაფრთხოების სამსახური და პოლიცია ადგილზე მოვიდოდა, ორმა საეჭვო უცხო მამაკაცმა, რომლებიც, სავარაუდოდ, ამ დრონს მართავდნენ, აპარატი აიღეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ." - ვკითხულობთ განცხადებაში
ჯერჯერობით უცნობია, იყვნენ თუ არა ეს მამაკაცები მექსიკის ნაკრებთან პირდაპირ კავშირში მყოფი პირები, თუ უბრალოდ სხვა დაინტერესებული მხარე, თუმცა სავარაუდოა, რომ კორეელთა ტაქტიკა მატჩის წინ უკვე ვიღაცის ხელშია.
მექსიკისა და სამხრეთ კორეის დაპირისპირება 19 ივნისს, თბილისის დროით 05:00 საათზე აიღებს სტარტს.