Belive

სკალონიმ მესი გამოიძახა - არგენტინის ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა

2 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ორი მატჩისთვის, რომელიც მარტის ბოლოს გაიმართება, არგენტინის საფეხბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა. ლიონელ სკალონის რჩეულთა შორის 33 ფეხბურთელი მოხვდა.

აღსანიშნავია, რომ "ალბისელესტეს" რიგებში 37 წლის ლეო მესის ვიხილავთ, რომელიც ნაკრებს ურუგვაისა და ბრაზილიის წინააღმდეგ გასამართ პრინციპულ მატჩებში დაეხმარება.

არგენტინის საფეხბურთო ნაკრები 22 და 26 მარტს მთავარ კონკურენტებს დაუპირისპირდება. 22 მარტს "ალბისელესტე" ურუგვაის ესტუმრება, ხოლო 26 მარტს, ბუენოს აირესში, ბრაზილიას უმასპინძლებს.

განვლილი 12 ტურის შემდეგ კონმებოლის ზონას არგენტინა ლიდერობს. ლიონელ სკალონის გაწვრთნილი ნაკრების ანგარიშზე 25 ქულაა. მეორე ადგილს 20 ქულით ურუგვაი იკავებს, ხოლო ბრაზილია 18 ქულით მე-3 პოზიციაზეა. 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე კონმებოლის 6 საუკეთესო წარმომადგენელი მოხვდება, მე-7 ნაკრები კი მუნდიალის საგზურის მოპოვებას საკონტინენტთაშორისო პლეი-ოფის გზით ეცდება.