სია ფართოვდება | მადრიდის რეალი მთავარი მწვრთნელობის კანდიდატებს არჩევს
მადრიდის რეალს უდიდესი ალბათობით, შემდეგი სეზონიდან ახალი მთავარი მწვრთნელი ეყოლება. მას შემდეგ, რაც უეფას ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში გუნდი მიუნხენის ბაიერნთან ტურნირს გამოეთიშა, ესპანური მედია ვარაუდობს, რომ ალვარო არბელოა დაკავებულ თანამდებობას ვერ შეინარჩუნებს.
მადრიდელთა ხელმძღვანელობა იმ რამდენიმე სპეციალისტს განიხილავს, რომლებმაც შესაძლებელია გუნდის საჭე გადაიბარონ.
უკვე ცნობილია, რომ ფლორენტინო პერესი რამდენიმე წელია მასიმილიანო ალეგრის გადაბირებას გეგმავს და მილანის მთავარ მწვრთნელს ერთ-ერთ პრიორიტეტულ კანდიდატად მიიჩნევს, მასთან ერთად სახელდება დიდიე დეშამისა და მაურისიო პოჩეტინოს კანდიდატურაც. ასევე, მადრიდში ლიონელ სკალონის, იურგენ კლოპის და ჟოზე მოურინიოს კანდიდატურასაც განიხილავენ.
მადრიდის რეალი ამ სეზონში ესპანეთის თასზე გამოსვლასაც გამოეთიშა და ლა ლიგაში ბარსელონას 9 ქულით ჩამორჩება.