Belive

შოტლანდიის ნაკრებმა მსოფლიოზე წამსვლელთა განაცხადი გამოაქვეყნა

19 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

ფეხბურთის უდიდესი ტურნირი სულ რამდენიმე კვირაში დაიწყება და ეროვნული ნაკრებების მწვრთნელებმა დაიწყეს იმ მოთამაშეების წარდგენა, რომლებიც შემადგენლობაში მოხვდებიან. დღეს შოტლანდიის ნაკრების მწვრთნელმა, სტივ კლარკმა დაასახელა შემადგენლობა, რომელსაც ის ჩრდილოეთ ამერიკაში გასამართ მსოფლიო ჩემპიონატზე წაიყვანს.

შოტლანდიის განაცხადი:

მეკარეები: კრეიგ გორდონი (ჰართსი), ანგუს განი (ნოტინგემ ფორესტი), ლიამ კელი (რეინჯერსი)

მცველები: გრანტ ჰენლი (ჰიბერნანი), ჯეკ ჰენდრი (ალ ეტიფაკი), აარონ ჰიკი (ბრენტფორდი), დომ ჰაიამი (რექსჰემი), სკოტ მაკენა (დინამო ზაგრები), ნათან პეტერსონი (ევერტონი), ენტონი რალსტონი (სელტიკი), ენდი რობერტსონი (ლივერპული), ჯონ სუტერი (რეინჯერსი), კირან ტირნი (სელტიკი)

ნახევარმცველები: რაიან კრისტი (ბორნმუთი), ფინლეი კურტისი (კილმარნოკი), ლუის ფერგიუსონი (ბოლონია), ბენ გენონ-დოკი (ბორნმუთი), ბილი გილმორი (ნაპოლი), ჯონ მაკგინი (ასტონ ვილა), კენი მაკლინი (ნორვიჩი), სკოტ მაკტომინეი (ნაპოლი)

თავდამსხმელები: ჩე ადამსი (ტორინო), ლინდონ დიკსი (ჩარლტონ ატლეტიკი), ჯორჯ ჰირსტი (იფსვიჩი), ლოურენს შენკლენდი (ჰართსი), როს სტიუარტი (საუთჰემპტონი)

შოტლანდიელები ჯგუფური ეტაპის გადალახვის მცდელობისას ჰაიტის, მაროკოს და ბრაზილიის ნაკრებს დაუპირისპირდებიან.