"საუდის არაბეთში ამიტომ წამოვედი" - ბენზემა რეალიდან ალ იტიჰადში გადასვლის მიზეზებს იხსენებს
2 დღის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ოქროს ბურთის მფლობელმა, ქარიმ ბენზემამ მადრიდის "რეალიდან" "ალ იტიჰადში" გადასვლის მიზეზები გაიხსენა.
"ამ გუნდისთვის მე ყველაფერს ვაკეთებდი. მივედი, როგორც ბავშვი და წამოვედი როგორც ჩამოყალიბებული კაცი.
საუდის არაბეთში წამოსვლის გადაწყვეტილებაც იმიტომ მივიღე, რომ მსურდა, მადრიდის "რეალიდან" ფორმის პიკში წამოვსულიყავი.
"რეალი" მსოფლიოში საუკეთესო გუნდია, რომლის წინააღმდეგ თამაშიც არ მსურდა და ამიტომ, ევროპაში დარჩენას საუდის არაბეთში გადმოსვლა ვარჩიე", - ამბობს ქარიმ ბენზემა.
ბენზემას "ალ იტიჰადი" საუდის არაბეთის ჩემპიონატში ლიდერობს, თავად 37 წლის ფეხბურთელს კი ყველა ტურნირზე ჩატარებულ 22 მატჩში 18 გოლი აქვს გატანილი და 7 საგოლე პასი გაკეთებული.