Belive

სატრანსფერო ზაფხული ჩელსიში: ხელშეუხებლები, შესაძლო გაყიდვები და რეალის ინტერესი

21 საათის წინ ფეხბურთი
2 წთ

„The Athletic“-ის ინფორმაციით, ლონდონის „ჩელსიში“ არსებობს ფეხბურთელთა სია, რომელთა გაყიდვას კლუბი არავითარ შემთხვევაში არ განიხილავს. რის ჯეიმსი, კოულ პალმერი, მოიზეს კაისედო, ლევი კოლვილი, ესტევაო, ჟოაო პედრო და ჯოშ აჩემპონგი იმ ფეხბურთელთა სიაში არიან, რომლებიც აუცილებლად სტემფორდ ბრიჯზე დარჩებიან, მიუხედავად იმისა, რომ ახალი მთავარი მწვრთნელის, ჩაბი ალონსოს ხელმძღვანელობით გუნდის მასშტაბური გადახალისება იგეგმება. ალონსო მუშაობას ოფიციალურად 1 ივლისიდან დაიწყებს.

უცნაურია, რომ ამ სიაში ენცო ფერნანდესი არ არის. არგენტინელის სავარაუდო ღირებულება 120 მილიონ ფუნტად არის შეფასებული, ენცოს უკვე დიდი ხანია უკავშირებენ მადრიდის რეალს, განსაკუთრებით ახლა, როცა ჟოზე მოურინიო ახალი ეპოქის დაწყებისთვის ემზადება.

გავრცელებული ინფორმაციით, „სამეფო კლუბი“ დაინტერესებულია ფერნანდესის შეძენით, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, მზად იქნება თუ არა კლუბი „ჩელსის“ მიერ მოთხოვნილი თანხის გადასახდელად. გავრცელებული ინფორმაციით, „ჩელსი“ ფერნანდესს დაახლოებით 110-118 მილიონ ფუნტად აფასებს. შესაბამისად, მადრიდის რეალს მოუწევს გადაწყვეტილების მიღება - გადაიხადოს მოთხოვნილი თანხა თუ ბაზარზე უფრო ხელმისაწვდომი ვარიანტების ძებნა გააგრძელოს.

სიაში არ არის ასევე მარკ კუკურელია. ესპანელმა ჩელსის აცნობა, რომ კლუბიდან წასვლა სურს. როგორც ფეხბურთელი, ასევე კლუბი თანხმდებიან, რომ ტრანსფერი საუკეთესო გამოსავალი იქნება ორივე მხარისთვის. შეგახსენებთ, რომ კუკურელიას დამატება მადრიდის ატლეტიკოსა და ბარსელონას სურს.  

სხვა სტატიები