სასუოლოსთან მატჩში ხვიჩა კვარაცხელია ნაპოლის ძირითად შემადგენლობაშია
1 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
დღეს, სერია A-ს 21-ე ტურის (გადადებული) შეხვედრაში, ,,ნაპოლი” ,,სასუოლოს'' ესტუმრება. მატჩი 21:00 საათზე დაიწყება.
ნეაპოლური გუნდის ძირითად შემადგენლობაშია ხვიჩა კვარაცხელია, რომელიც მიმდინარე სეზონში 34-ე შეხვედრას ჩაატარებს.
ნაპოლის ძირითადი შემადგენლობა:
მერეტი, დი ლორენცო, ოსტიგორი, რაჰმანი, მარიო რუი, ანგისა, ლობოტკა, ტრაორე, პოლიტანო, ოსიმენი, კვარაცხელია.
25 ტურის შემდეგ, ,,ნაპოლი” 37 ქულით სატურნირო ცხრილის მეცხრე პოზიციაზეა. ,,სასუოლო” კი 20 ქულით მე-17 ადგილს იკავებს.