Belive

"სანდრო ტონალი ბრწყინვალედ დაბრუნდა" - ლუჩიანო სპალეტი

6 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

იტალიის ეროვნულმა ნაკრებმა 2024 წლის ერთა ლიგა კარგად დაიწყო, "სკუადრა აძურამ" საფრანგეთი პარიზში 1:3 დაამარცხა. ფრანგები მე-13 წუთზე ბრედლი ბარკოლას სწრაფი გოლით დაწინაურდნენ, მაგრამ შემდეგ ფედერიკო დიმარკომ 30-ე წუთზე გაათანაბრა, დავიდე ფრატეზიმ იტალია წინ 51-ე წუთზე გაიყვანა, ხოლო მატჩის საბოლოო ანგარიში ჯაკომო რასპადორიმ 74-ე წუთზე დააფიქსირა.

იტალიელთა მთავარმა მწვრთნელმა, ლუჩიანო სპალეტიმ მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა:

მატჩის გადარჩენა მხოლოდ ამ მეთოდით შეიძლებოდა და ჩვენ ეს მოვახერხეთ, გუნდმა რეაგირება სწრაფად მოახდინა, მათ ითამაშეს ის თამაში, რაც სურდათ ამიტომ მათ მე ორმაგად ვაქებ. ყოველთვის მნიშვნელოვანია, რომ გუნდურად ვითამაშოთ, ასე ყველაფრის გაკეთებას შევძლებთ.

მატჩის საწყისი წუთებიდან იმდენად დიდი წნეხი იყო, რომ უმცირეს სიტუაციასაც კი შეეძლო სიგიჟის მოხდენა, ფეხბურთში ზოგადად ყველაფერს უნდა ელოდე. მთავარია, რომ ამ მომენტს მზად დახვდე და არ უნდა გქონდეს იმის შიში, რომ რაიმეს ვერ მიაღწევ, არამედ საკუთარ თავში ყოველთვის დარწმუნებული უნდა იყო.

ჩვენ დღეს სრული შემადგენლობით ვითამაშეთ, ისეთი მოთამაშეებით, რომლებიც სულ თამაშობენ. ასევე აღმოვაჩინეთ ახალგაზრდა ფეხბურთელები, რომლებსაც თავიანთი შესაძლებლობების დამტკიცება სურთ. სურვილი და ფეხბურთისადმი ვნება არის ნებისმიერი წარმატების გასაღები.

ის (სანდრო ტონალი) ბრწყინვალედ დაბრუნდა. გვეშინოდა, რომ ის 90 წუთის თამაშს ვერ შეძლებდა, მაგრამ ბოლო ხუთ წუთში ფლანგზე ძალიან კარგი სპრინტი შემოგვთავაზა და დიდი სივრცეც შეიქმნა. ჩვენ ხელახლა აღმოვაჩინეთ ფანტასტიკური მოთამაშე. - ლუჩიანო სპალეტი - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი

სხვა სტატიები