Belive

სამხრეთ კორეამ მსოფლიო ჩემპიონატისთვის შემადგენლობა დაასახელა

3 დღის წინ ფეხბურთი
2 წთ

სამხრეთ კორეის ნაკრებმა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატისთვის 26-კაციანი შემადგენლობა დაასახელა. ნაკრების კაპიტანი იქნება 33 წლის ფეხბურთელი ჰეუნ მინ სონი, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატზე თავის მხრივ მეოთხედ ითამაშებს.

სამხრეთ კორეა A ჯგუფში იასპარეზებს, მათთან ერთად კი ჯგუფში იქნება მექსიკა, სამხრეთ აფრიკა და ჩეხეთი.

სამხრეთ კორეის 26 მოთამაშე:

მეკარეები: კიმ სეუნ-გიუ (ტოკიო), ბუმ-კეუნ სონგი (ჯეონბუკი), ჯო ჰიონ-ვუ (ულსან ჰიუნდაი)

მცველები: კიმ მუნ-ჰვანი (დაეჯეონი), კიმ მინ-ჯე (ბაიერნი), კიმ ტაე-ჰიონი (კაშიმა), ჯინ-სოპ პარკი (ჟეჯიანგი), იანგ-ვუ სეოლი (ცრვენა ზვეზდა), იენს კასტროპი (გლადბახი), კი-ჰიუკ ლი (განგვონი), ტაე-სეოკ ლი (ვენის ავსტრია), ჰან-ბეომ ლი (მიდტიულანდი), იუ-მინ ჩო (ალ-შარჯა).

ნახევარმცველები: კიმ ჯინ-კიუ (ჯეონბუკი), ჯუნ-ჰო ბაე (სტოკ სიტი), სეუნ-ჰო პაიკი (ბირმინგემი), ჰიუნ-ჯუნ იანგი (სელტიკი), ჯი-სუნ ეომი (სუონსი), კანგ-ინ ლი (პსჟ), დონ-გიონგ ლი (ულსან ჰიუნდაი), ჯაე-სუნგ ლი (მაინცი), ინ-ბიომ ჰვანგი (ფეინოორდი), ჰე-ჩან ჰვანგი (ვულვზი).

თავდამსხმელები: ჰეუნ მინ სონი (FC ლოს ანჯელესი), ჰიონ-გიუ ო (ბეშიქთაში), გუ-სუნგ ჩო (მიდტიულანდი).

View this post on Instagram

A post shared by 𝑲𝑶𝑹𝑬𝑨 𝑭𝑶𝑶𝑻𝑩𝑨𝑳𝑳 🇰🇷 (@korea_football__)

შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ჩემპიონატი მიმდინარე წლის ივნისში დაიწყება და ჩრდილოეთ ამერიკის სამ ქვეყანაში – აშშ-ში, კანადასა და მექსიკაში ჩატარდება. ტურნირი 11 ივნისს დაიწყება და 19 ივლისს დასრულდება.

სხვა სტატიები