სალაჰი: "ეს ჩემი საუკეთესო სეზონია"
1 კვირის წინ
ფეხბურთი
1 წთ
მო სალაჰი, პრემიერლიგის ისტორიაში, ერთ-ერთ საუკეთესო ინდივიდუალურ სეზონს ატარებს. ეგვიპტელს ჩემპიონატში ჩატარებულ 27 ჩატარებულ შეხვედრაში 25 გოლი და 16 გოლი აქვს გატანილი. ტიერი ანრის ლეგენდარული მიღწევა, 2002/2003 წელს, 20 გოლს + 20 ასისტი, მიუღწეველი აღარ ჩანს. სალაჰს მხოლოდ 4 შედეგიანი გადაცემა აკლია. სტივ მაკმანამანმა სალაჰთან ინტერვიუ ჩაწერა, სადაც თავად ფეხბურთელიც მიიჩნევს, რომ გამორჩეული სეზონი აქვს.
კარგი და დიდი ფეხბურთელები ერთმანეთისგან განსხვავდებიან. რჩევა ამის შესახებ, თავის დროზე, არსენ ვენგერისგან მივიღე. მას კარგი ფეხბურთელებიც ჰყავდა და ძალიან დიდებიც.
არსენმა მითხრა, დიდი მოთამაშისთვის არ აქვს მნიშვნელობა როგორ მისდის მატჩი, ის ყოველთვის კონცენტრირებულია და ელოდება მომენტს. ის ყოველთვის ჩართულია. ეს გავითვალისწინე.
მოთამაშეთა ემოციები იმის მიხედვით იცვლება, როგორ წაუვათ თამაში. მე კი ვცდილობ, მუდამ სტაბილურ ხასიათზე ვიყო და მნიშვნელობა არ მივანიჭო იმ მომენტებს, რომლებმაც უკვე გაიარა.
თუ მცველები ჩემთან ლაპარაკს (თრეშთოქს) ცდილობენ, მე მათთან დიალოგში არ შევდივარ, უბრალოდ ვეუბნები: მხოლოდ ერთი მომენტი მჭირდება და ინანებ.
ვფიქრობ, რომ ეს ჩემი საუკეთესო სეზონია, რადგან ჩემ გარშემოც, სხვა ფეხბურთელებსაც, უკეთეს მოთამაშეებად ვაქცევ. თუ გადავხედავთ მათ ციფრებს, აღმოჩნდება, რომ წინა წლებთან შედარებით, მათი შედეგიანობა გაზრდილია, რაც ჩემი საგოლე გადაცემების პროპორციულია.
ინდივიდუალურ ჯილდოებზე არ ვფიქრობ. მოდი, მოვიგოთ პრემიერლიგა და ჩემპიონთა ლიგა და მერე სხვა რამეზე ფიქრის ამბიციაც მექნება. - სალაჰი მაკმანამანთან ინტერვიუში
მოჰამედ სალაჰმა, 2017/2018 წლების სეზონში, პრემიერლიგაში 32 გოლი გაიტანა, რაც მისი საუკეთესო შედეგია. ეგვიპტელს მხოლოდ 3 გოლი აკლია იქამდე, სანამ ყველა დროის საუკეთესო მეგოლეებიდან (პრემიერლიგაში) სერხიო აგუეროს ამოაგდებს, 6 გოლის გატანის შემთხვევაში კი ენდი კოულის ნაცვლად, მე-4 ადგილს დაიკავებს.