საბა საზონოვი კარიერას ტორინოში გააგრძელებს
1 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ჯანლუკა დი მარციოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საბა საზონოვი კარიერას იტალიურ "ტორინოში" გააგრძელებს. ქართველი მცველი ტურინულ კლუბში "დინამო მოსკოვიდან" გადავიდა. იტალიელი ჟურნალისტის ცნობით, ტრანსფერის ფასი სამ მილიონ ევროს შეადგენს. მისივე თქმით, ქართველი მცველი სამედიცინო შემოწმებას დღეს გაივლის და კონტრაქტსაც ოფიციალურად მოაწერს ხელს.
#Calciomercato | @TorinoFC_1906, mercoledì le visite mediche di #Sazonov: i dettagli e le cifre dell’operazione https://t.co/04sk34F53v
— Gianluca Di Marzio (@DiMarzio) August 29, 2023
ორი ტურის შემდეგ, "ტორინოს" სერია ა-ში მოგება არ უფიქსირდება. ტურინულ კლუბს მხოლოდ ერთი ქულა აქვს და მე-17 პოზიციას იკავებს.