საბა გოგლიჩიძის შეფასება ჯენოას წინააღმდეგ
4 დღის წინ
ფეხბურთი
1 წთ
იტალიის სერია A-ს 27-ე ტურის შეხვედრაში "ემპოლი" "ჯენოას" დაუპირისპირდა და მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა.
საბა გოგლიჩიძემ შეუცვლელად ითამაშა, Sofascore-მა ქართველი ფეხბურთელი 6.7-ით შეაფასა, მან ბურთი 6-ჯერ მოიგერია და მეტოქეს მომენტი არ შეაქმნევინა, ერთხელ ჩაჭრა, ართმევის მცდელობა 2-ჯერ ჰქონდა, 9 ორთაბრძოლაში მიიღო მონაწილეობა და 5-ში გაიმარჯვა, საბა ბურთს 33-ჯერ შეეხო, 18-დან 7 გადაცემა ზუსტად შეასრულა.
𝐅𝐔𝐋𝐋 𝐓𝐈𝐌𝐄 1-1 #GenoaEmpoli
— Empoli Football Club Official (@EmpoliFC) March 2, 2025
Prendiamo un punto a Marassi; azzurri avanti con Grassi, pari rossoblu di Vasquez pic.twitter.com/yTifeAqdOc
"ემპოლი" სერია A-ს ცხრილში 22 ქულით მე-18 პოზიციაზეა (4 მოგება, 10 ფრე, 13 მარცხი). მომდევნო შეხვედრას ქართველი ფეხბურთელის გუნდი 9 მარტს, 21:00 საათზე, "რომას" წინააღმდეგ ჩაატარებს.