Belive

საბა გოგლიჩიძის შეფასება იუვენტუსის წინააღმდეგ

1 კვირის წინ ფეხბურთი
1 წთ

იტალიის თასის 1/4-ფინალში ,,ემპოლიმ'' ,,იუვენტუსი'' პენალტების სერიაში დაამარცხა და მომდევნო ეტაპზე გავიდა (ძირითადი დრო ფრედ, 1:1 დასრულდა).

მატჩში 46-ე წუთზე ჩაერთო საბა გოგლიჩიძე, რომელმაც Sofascore-სგან 6.6-ქულიანი შეფასება დაიმსახურა.

ქართველმა მცველმა, რომელიც ბურთს სულ 17-ჯერ შეეხო, 7-დან 4 დუელი მოიგო და 7-დან 6 ზუსტი გადაცემა (86%) გააკეთა.

6.7 ქულით შეაფასა გოგლიჩის თამაში Flashscore-მა.

,,ემპოლის'' მეტოქე კოპა იტალიას ნახევარფინალში ,,ბოლონია'' იქნება. გუნდებს შორის პირველი შეხვედრა 2 აპრილს გაიმართება.

სხვა სტატიები