Belive

,,როცა რეალში რონალდუს გადმოსვლის შესახებ გავიგე, ვიხუმრე, რომ გუნდიდან მივდიოდი'' - მარსელო

1 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

ბრაზილიის ეროვნული ნაკრებისა და მადრიდის ,,რეალის'' ყოფილმა ფეხბურთელმა, მარსელომ, კრიშტიანუ რონალდუსთან პირველი შეხვედრა გაიხსენა:

,,ჩემი ნაცნობობა რონალდუსთან ბრაზილიისა და პორტუგალიის მატჩით დაიწყო. მასზე დავჯარიმდი, რადგან ძალიან სწრაფი იყო.

ფეხში ჩავარტყი, მან კი ყელზე ხელები მომიჭირა, მეც ვცადე, მაგრამ მისი სიმაღლის გამო ვერ შევძელი (იცინის).

მალე გავიგე, რომ 2 თვეში რეალში გადმოდიოდა, მე კი ვიხუმრე, რომ გუნდიდან წასვლას ვაპირებდი… თუმცა, საბოლოოდ, ყველაფერი კარგად დასრულდა.'' - მარსელო

მარსელო და რონალდუ ,,რეალში'' ერთად 2008-2019 წლებში თამაშობდნენ. ამ პერიოდში ,,სამეფო კლუბმა'' ჩემპიონთა ლიგა 4-ჯერ, ლა ლიგა კი 2-ჯერ მოიგო.