რომელუ ლუკაკუ მიმდინარე სეზონს რომაში გაატარებს
2 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
,,ჩელსი'' და ,,რომა'' რომელუ ლუკაკუს ტრანსფერზე შეთანხმდნენ. ინფორმაციას The Telegraph-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ბელგიელი ახალ გუნდში არენდით 2024 წლის ზაფხულამდე ითამაშებს, ,,არისტოკრატები'' კი მის სანაცვლოდ 5 მილიონ ფუნტს მიიღებენ.
30 წლის თავდამსხმელის ანაზღაურება ,,რომაში'' 7,5 მილიონი ევრო იქნება.
ლუკაკუმ გასული სეზონი ასევე იჯარით ,,ინტერში'' გაატარა და მილანური კლუბის მაისურით ჩატარებულ 37 შეხვედრაში 14 გოლი გაიტანა.