რობერტ ლევანდოვსკი ბარსელონასთან კონტრაქტს გაახანგრძლივებს
"ბარსელონასთან" დაახლოებული ესპანური მედია საშუალება Mundo Deportivo საუბრობს იმის შესახებ, რომ რობერტ ლევანდოვსკი კატალონიურ გრანდთან კონტრაქტს გააფორმებს.
უახლესი ინფორმაციების მიხედვით, პოლონელი ცენტრალური ფორვარდი "ბარსაში" მორიგ სეზონსაც გაატარებს. 36 წლის ფეხბურთელს გუნდთან კონტრაქტი 2025 წლის ზაფხულამდე აკავშირებს, მაგრამ განახლებული ხელშეკრულებით, ის გუნდს შემდეგ სეზონშიც დაეხმარება.
2024/25 წლების სეზონში რობერტ ლევანდოვსკიმ "ბარსელონას" შემადგენლობაში ყველა ტურნირზე 31 გოლის გატანა და 3 საგოლე პასის გაკეთება მოახერხა, ლა ლიგაში კი 19 გატანილი გოლით საუკეთესო ბომბარდირია. ლევანდოვსკი "ბარსელონაში" მესამე სეზონს ატარებს, ამ პერიოდში მან 128 მატჩში 90 გოლის გატანა და 20 საგოლე პასის გაკეთება მოახერხა. პოლონელმა ლა ლიგა და ორჯერ ესპანეთის სუპერ თასი მოიგო.