რებროვი: "ვეცდებით, რომ კვარაცხელია ისე შევაჩეროთ, როგორც წინა მატჩში"
2 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
16 ნოემბერს, 21:00-ზე, საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის ეგიდით ბოლო საშინაო მატჩს გამართავს. "ჯვაროსნები" უკრაინის ნაკრებს უმასპინძლებენ.
მატჩის წინა დღეს, მედიასთან კომენტარი მთავარმა მწვრთნელმა, სერგეი რებროვმა გააკეთა.
პირველ მატჩში გავიმარჯვეთ, თუმცა ჩვენ ახლა საქართველოში ვთამაშობთ და რა თქმა უნდა, სხვა თამაშს ველოდებით. სამწუხაროა, რომ მნიშვნელოვანი ფეხბურთელები გამოგვაკლდა, თუმცა მოედანზე მყოფი მოთამაშეები 100%-ით მზად იქნებიან ხვალინდელ მატში მონაწილეობისთვის.
რაც შეეხება საქართველოს ნაკრებს: პირველი მატჩიდან გამომდინარე, მქონდა შთაბეჭდილებები, თუმცა მას შემდეგ საქართველომ სათამაშო სქემა გარკვეულწილად შეცვალა. საქართველოს ნაკრები ძალიან საინტერესო ფეხბურთელებით არის დაკომპლექტებული და ვფიქრობ, ასეთივე მატჩი გველოდება. ვეცდებით, რომ კვარაცხელია ისე შევაჩეროთ, როგორც წინა მატჩში. -
რებროვმა კომენტარი უკრაინის ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელის, იოჟეფ საბოს ნათქვამზეც გააკეთა. საბოს სიტყვებით, უკრაინის ნაკრებს საკადრო პრობლემები აქვს, რის გამოც, დიდი ალბათობით, ხვალინდელ მატჩში დამარცხდება.
ეს საბომ თქვა? სად თქვა? ყველას თავისი აზრი აქვს და აზრის დაფიქსირების უფლება ყველას აქვს, თუმცა ჩვენ მსგავს კომენტარებს ყურადღებას არ ვაქცევთ. ყველაფერს ხვალინდელი მატჩი აჩვენებს. - სერგეი რებროვი