რეალმა ვარდისფერი ზოლები დააბრუნა - ახალი სამეფო ფორმა
"ლოს ბლანკოსი“ კვლავ Adidas-ის მიერ შექმნილ მაისურს ჩაიცვამს და ეს ცნობილი სამი ზოლი, ამჯერად, ვარდისფერი იქნება, დანარჩენი მორთულობა კი შავი. ასევე არის საყელო, რომელიც გასულ სეზონში მაისურის დანარჩენი ნაწილისგან არ განსხვავდებოდა. ზოგადად, 21-ე საუკუნეში, რეალ მადრიდი ლურჯი, შავი ან ოქროსფერი მორთვით ირჩევს ფორმებს და ეს ამ ტრადიციიდან იშვიათ გადახვევას წარმოადგენს.
რეალმა ახალ მაისურს "ელეგანტურობის მემკვიდრეობა“ უწოდა. პრესრელიზში ის აღწერილია, როგორც „თანამედროვე დიზაინი, რომელიც აერთიანებს ჩვენი კლუბის ემბლემის გვირგვინის ძვირფასი ქვებით შთაგონებულ გრაფიკულ ელემენტებს, რაც ასახავს სრულყოფილებას, ოსტატობას და გამარჯვებულის მენტალიტეტს".
👌 Fresh. pic.twitter.com/1PRJ0X7TqN
— Real Madrid C.F. (@realmadrid) June 3, 2026
🚨 REAL MADRID'S THREE KITS FOR NEXT SEASON REVEALED:
— Madrid Universal (@MadridUniversal) April 2, 2026
- The first kit has green logos and pink stripes, with a subtle pattern and is expected to be released in May.
- The second kit is dark green, with a geometrical pattern inspired by the club's badge and the retro Adidas… pic.twitter.com/D5Vuc4tJJZ