Belive

რაული შესაძლოა თავისი ყოფილი გუნდის მთავარი მწვრთნელი გახდეს

20 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

"რეალ მადრიდის" ყოფილი ფეხბურთელი, ლეგენდარული რაულ გონსალესი შესაძლოა ბუნდესლიგა 2-ის "შალკეს" მთავარ მწვრთნელად დაინიშნოს, ინფორმაციას Sport Bild აქვეყნებს. 2024 წლის ოქტომბერში კარელ გერარტსის გათავისუფლების შემდეგ და ამჟამინდელი მთავარი მწვრთნელის კიეს ვან ვონდერენის დანიშნვნამდე გერმანულმა კლუბმა რაულს შეთავაზება გაუკეთა, მაგრამ შეთანხმება ვერ შედგა, "შალკე" არ ნებდება და მაინც ცდილობს 47 წლის ესპანელის გადაბირებას.

რაული "რეალ მადრიდ კასტილიას" მთავარი მწვრთნელია და კონტრაქტი 2025 წლის ზაფხულში ეწურება, გავრცელებული ინფორმაციით ის თავის ამჟამინდელ გუნდს დატოვებს, რადგან მას ახალი გამოწვევა სურს.

შეგახსენებთ, რომ "რეალ მადრიდში" ასპარეზობის შემდეგ რაულმა კარიერა შალკეში გააგრძელა და იქ 2 წელი იასპარეზა (2010-2012).