Belive

რა შეფასება დაიმსახურა გიორგი ჩაკვეტაძემ კარდიფთან მატჩში?

2 კვირის წინ ფეხბურთი
1 წთ

ჩემპიონშიფში ზედიზედ 3 წაგების შემდეგ, ,,უოტფორდმა'' ,,კარდიფთან'' სტუმრად ფრედ, 1:1 ითამაშა და ქულის მოპოვება შეძლო.

მატჩში 90 წუთი ითამაშა გიორგი ჩაკვეტაძემ, რომელმაც Sofascore-სგან 6.8-ქულიანი შეფასება დაიმსახურა.

ჩაკვეტაძემ, რომელიც ბურთს სულ 41-ჯერ შეეხო, 26-დან 20 სწორი გადაცემა გააკეთა (77) და 13-დან 5 დუელი მოიგო, მისი 2 დრიბლინგის მცდელობიდან 1 წარმატებული გამოდგა.

6.5 ქულით შეაფასა 25 წლის შემტევის თამაში Whoscored-მა, 6.6-ით კი - Flashscore-მა.

26 ტურის შემდეგ, ,,უოტფორდს'' 38 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის მე-8 პოზიციაზეა. ჩაკვეტაძის გუნდი მომავალ შეხვედრას შაბათს, 18 იანვარს, ,,დერბის'' წინააღმდეგ გამართავს.

სხვა სტატიები