ქვილითაიამ ისევ გაიტანა - მეცმა გადარჩენის თეორიული შანსი დაიტოვა
საფრანგეთის 31-ე ტურის შეხვედრა დრამატული აღმოჩნდა ქართველების მეცისთვის. ლე ავრისა და მეცის მატჩი 4:4 დასრულდა და ჩემპიონატის ბოლოადგილოსანს მხოლოდ თეორიული შანსი დარჩა, რომ დარჩენილ 3 ტურში, პლეი ოფის ზონაში მყოფ ოსერს დაეწიოს (ოსერი მე-16 ადგილზეა და 9 ქულით წინ არის მეცზე). ქულების გათანაბრების შემთხვევაში, ყველაფერს გატანილი და გაშვებული ბურთების სხვაობა გადაწყვეტს, (ოსერი: -15/მეცი: -39).
ძირითად შემადგენლობაში დაიწყეს წიტაიშვილმა და ქვილითაიამ. აღსანიშვია ის, რომ 32 წლის ქართველმა თავდამსხმელმა, TOP5 ლიგაში თავისი პირველი და მეორე გოლები ზედიზედ 2 მატჩში გაიტანა. წინა ტურში იყო პარიზი, ახლა კი - ლე ავრი. 83-ე წუთზე ქვილითაიამ მოედანი დატოვა, მინდორზე კი გიორგი აბუაშვილი შემოვიდა.
ქვილითაიამ ყვითელი ბარათიც მიიღო და 6.9 ქულა დაიმსახურა, ხოლო გიორგი წიტაიშვილს ერთ-ერთი ყველაზე სუსტი თამაში ჰქონდა (5.9 ქულა).
4⃣ - 4⃣ #HACFCM
— FC Metz ☨ (@FCMetz) April 26, 2026
🔚 C'est terminé au Stade Océane.
Au terme d'un match complètement fou et grâce à une belle force mentale, nos Grenats menés au score à quatre reprises, sont parvenus à revenir à chaque fois pour obtenir le point du nul. pic.twitter.com/HXdX4k6xyo