პსჟ Vs ტულუზა | პარიზული გუნდის სავარაუდო შემადგენლობა
დღეს ღამით, საფრანგეთის ლიგა 1-ის 28-ე ტურში, პარი სენ ჟერმენი ტულუზას უმასპინძლებს. მატჩი 22:45 საათზე დაიწყება.
რამდენიმე ვებგვერდმა შეხვედრის წინ პსჟ-ს სავარაუდო შემადგენლობა გამოაქვეყნა.
Le Parisien-ის ვერსია | საფონოვი - ჰაკიმი, ზაბარნი, ბერალდო, ერნანდესი, ნევეში, ზაირ-ემერი, დრო ფერნანდესი, ლი, დემბელე, კვარაცხელია
L’Équipe-ის ვერსია | საფონოვი - ჰაკიმი, ზაბარნი, ბერალდო, ერნანდესი, ვიტინია, ზაირ-ემერი, ლი, დემბელე, კვარაცხელია, დუე
Goal.com-ის ვერსია | საფონოვი - ჰაკიმი, ზაბარნი, პაჩო, ერნანდესი, დრო, ზაირ-ემერი, ლი, დემბელე, კვარაცხელია, დუე
პარიზულ კლუბს ტრავმის გამო, შესაძლოა, ბრედლი ბარკოლა და ფაბიან რუისი ვერ დაეხმარონ.
ლიგა 1-ის 26 მატჩის შემდეგ, ლუის ენრიკეს გუნდს 60 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის პირველ პოზიციაზეა, ტულუზა კი 37 ქულით (27 მატჩში) მე-9 ადგილს იკავებს.
ℹ️🔴🔵 La composition probable du PSG, selon Le Parisien :
— ParisSG INFOS (@Paris_sginfos) April 2, 2026
📋 Safonov - Hakimi (cap.), Zabarnyi, Beraldo, Hernandez - Neves, Zaïre-Emery, Dro - Lee, Dembélé, Kvaratskhelia. pic.twitter.com/x3bEobOETj