Belive

"პსჟ-ს ისტორიაში საუკეთესო ტრანსფერი" - პარიზელი გულშემატკივარი ხვიჩას თამაშს გამოეხმაურა

4 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალური ეტაპის პირველ შეხვედრაში "პსჟ" "ლივერპულთან" დამარცხდა. პარიზელთა უდიდესი უპირატესობის მიუხედავად, დედაქალაქელებმა გოლის გატანა ვერ შეძლეს და მატჩის მიწურულს თავად მიიღეს გოლი. ინგლისელებმა საფრანგეთში 0:1 მოიგეს და შინ მცირე უპირატესობით ბრუნდებიან.

აღსანიშნავია, რომ "პსჟ-ს" მხირდან ერთ-ერთი საუკეთესო, თუ საუკეთესო არა, ხვიჩა კვარაცხელია იყო. ქართველმა სანახაობრივი გოლის გატანა შეძლო, თუმცა თამაშგარის გამო გაუქმდა.

პარიზელი გულშემატკივარი ხვიჩას თამაშს დადებითად შეხვდა და ასე გამოეხმაურნენ.

"პსჟ-ს" ისტორიაში საუკეთესო ტრანსფერი. კვარა ნამდვილი არტისტია, რომელიც მოედანზე საოცარ გადაწყვეტილებებს იღებს"

"მოედანზე საუკეთესო კვარა იყო და ენრიკემ მოედნიდან გაიყვანა"

"კვარა და დემბელე საოცრად გამოიყურებოდნენ"

"კვარაცხელიას გაყვანა გაუმართლებელია. ის ერთადერთი იყო, ვინც მოედანზე რაღაცას ქმნიდა"

"მარცხის მიუხედავად, ხვიჩა ფენომენალური იყო"

"კვარაცხელია უდავოდ საუკეთესო იყო"
- წერენ გულშემატკივრები სოციალურ ქსელში

შეგახსენებთ, რომ გუნდებს შორის საპასუხო მატჩი 12 მარტს, ინგლისში გაიმართება.

სხვა სტატიები