Belive

პსჟ-ის საფეხბურთო მრჩეველს, საუდის არაბეთიდან, 200 მილიონი შესთავაზეს

6 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

პორტუგალიელ ლუის კამპოსს, რომელიც "პსჟ"-ში საფეხბურთო მრჩევლის თანამდებობას იკავებს, პარიზულ კლუბთან კონტრაქტი არ გაუხანგრძლივებია, ეს ერთი მხრივ იმის ბრალია, რომ კამპოსი ფინანსურ პირობებს არასაკმარისად მიმზიდველად მიიჩნევს და ასევე საუდის არაბეთიდან მან დიდი შემოთავაზება მიიღო.

გასულ კვირას, ჟენევაში გაიმართა მოლაპარაკებები კამპოსის და საუდის არაბეთის წარმომადგენლებს შორის. ლუისს შესთავაზეს ათწლიანი კონტრაქტი, 200 მილიონი ევროს ოდენობით, ეროვნულ ნაკრებთან მუშაობისთვის, სადაც მან უნდა მოახდინოს გუნდის რეფორმირება და სტრუქტურირება, რათა საუდის არაბეთის ნაკრებმა შეძლოს მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში გასვლა. 2034 წელს მუნდიალს სწორედ საუდელები მასპინძლობენ.

კამპოსმა შემოთავაზებას 2025 წლის 31 დეკემბრამდე უნდა უპასუხოს, მანამდე მის პრიორიტეტად პსჟ-ში მუშაობის გაგრძელება რჩება.

როგორც Le Parisien აღნიშნავს, პორტუგალიელ მენეჯერს სხვა ვარიანტებიც აქვს - მის გარემოცვას დაუკავშირდნენ "არსენალი" და "ჩელსი". პსჟ კი თავის მხრივ შემცვლელს ეძებს და "ატლეტიკოს" ყოფილ სპორტულ დირექტორთან, ანდრეა ბერტასთან დაამაყარა კონტაქტი.

სხვა სტატიები