Belive

პირველი შეთავაზება გაგზავნილია | ალვარესი ბარსელონას ძალიან მიუახლოვდა

10 საათის წინ ფეხბურთი
2 წთ

ბარსელონას სპორტულ დირექტორ დეკუსა და ხულიან ალვარესის აგენტს შორის პირველი კომუნიკაცია შედგა, რის მიხედვითაც, პირველადი ცნობებით, ხულიან ალვარესი მზად არის ბარსელონაში გადასვლასთან და მისი ერთადერთი ოცნება სწორედ ამ კლუბში თამაშია.

მედიაში აქტიურად იწერება, რომ ალვარესმა და ბარსელონამ პირადად ყველაფერი შეათანხმეს და ახლა მხოლოდ კლუბებს შორის მოლაპარაკებაა დარჩენილი.

ბარსას სპორტული დირექტორი დეკუ, ალვარესს იდეალურად მიიჩნევს ჰანსი ფლიკის სისტემისთვის. არგენტინელი ბარსელონას ნომერ პირველი სამიზნეა და ცდილობს ფეხბურთელი არსენალსა და პსჟ-ს არ დაუთმოს - ალვარესისთვის ეს ორი გუნდიც იბრძვის და უფრო მეტიც, როგორც ცნობილია, პარიზულმა გრანდმა პირველი განაცხადი უკვე გაუკეთა ფეხბურთელს, თუმცა ატლეტიკომ ტრანსფერი დაბლოკა.

ალვარესის გარემოცვა იკვლევს ვარიანტებს კასტელდეფელსში - ლეო მესის სახლთან ახლოს. 26 წლის თავდამსხმელი, რომელსაც მადრიდულ კლუბთან კონტრაქტი 2030 წლამდე აქვს, კვლავ რჩება „ბლაუგრანას“ მთავარ სამიზნედ, რათა საბოლოოდ შეიცვალოს 'მობერებული' რობერტ ლევანდოვსკი. უკვე ცნობილია, რომ რობერტ ლევანდოვსკიმ ბარსელონა ოფიციალურად დატოვა, თუმცა სად გააგრძელებს კარიერას ლეგენდარული პოლონელი, ჯერჯერობით უცნობია.

28 მაისს დილიდან ძალიან აქტიურად იწერება, რომ ხულიან ალვარესსა და ბარსელონას მხარეებს შორის აბსოლუტურად ყველაფერი მოგვარებულია, თუმცა ახლა დეტალები შესათანხმებელი მხოლოდ მადრიდულ კლუბთანაა. სატრანსფერო ფასი 90 მილიონი ევროდან იწყება და ბონუსებით შესაძლოა 140 მილიონამდე ავიდეს.

ხულიან ალვარესს მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე ერთად 49 მატჩი აქვს ნათამაშები, სადაც 20 გოლის გატანა და 9 საგოლე გადაცემის შესრულება შეძლო.

სხვა სტატიები