პირველი ოფიციალური სამწვრთნელო გამოცდილება - ვან პერსის ჰერენვენში იხმობენ
ლეგენდარულ ნიდერლანდელ ფეხბურთელს, 40 წლის - რობინ ვან პერსის, "ჰერენვენში" მწვრთნელად ეპატიჟებიან და კონტრაქტის დეტალები უკვე თითქმის შეთანხმებულია.
🚨💣 Robin van Persie is close to becoming the new manager of Eredivisie side Heerenveen. [@ADnl] pic.twitter.com/bovg37V86F
— Football Talk (@FootballTalkHQ) April 24, 2024
რობინ ვან პერსის სამწვრთნელო გამოცდილება უკვე აქვს, თუმცა არა უმაღლეს და პროფესიონალურ დონეზე. იგი ამჟამად "ფეიენოორდის" 18-წლამდელთა გუნდის მთავარი მწვრთნელია და 27 ჩატარებულ მატჩში, მისი კლუბის ანგარიშზე: 14 გამარჯვება, 5 ფრე და 8 მარცხია.
"ფეიენოორდს" სურდა, რომ რობინ ვან პერსი 18-წლამდელთა გუნდიდან, შემდეგ სეზონში ახალგაზრდულ კლუბში დაეწინაურებინათ, თუმცა ვან პერსიმ განაცხადა, რომ იგი უკვე მზად არის პროფესიონალური სამწვრთნელო კარიერა დაიწყოს და სავარაუდოდ მისი პირველი კლუბი "ჰერენვენი" იქნება.
"ჰერენვენი" ნიდერლანდების ჩემპიონატის დასრულებამდე 4 ტურით ადრე მეათე პოზიციას იკავებს. მათ ანგარიშზე 36 ქულაა და კონფერენს ლიგის საპლეიოფო ადგილისთვის იბრძის.
შეგახსენებთ, რომ რობინ ვან პერსი ლეგენდარული ნიდერლანდელი ფეხბურთელია, რომელიც ნიდერლანდების ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირია (50 გატანილი გოლი).
მას ისეთ საფეხბურთო გრანდებში უთამაშია, როგორებიცაა "არსენალი"; "მანჩესტერ იუნაიტედი"; "ფეიენოორდი" და "ფენერბაჰჩე".