Belive

,,პატივი გვცეს და 7:0 დაგვამარცხეს'' - ბრიუშენის მთავარი მწვრთნელი პსჟ-სთან მატჩის შემდეგ

6 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,ბრიუშენის'' მთავარმა მწვრთნელმა, გიიომ ალანუმ, რომელიც, ამავდროულად, გუნდის პრეზიდენტიცაა, ,,პარი სენ ჟერმენთან'' წაგებულ მატჩზე ისაუბრა:

,,ამ გუნდის წინააღმდეგ თამაში შეუძლებელი იყო. პირველი ტაიმის შემდეგ, 0:2-ზე ჯერ კიდევ ცოცხლები ვიყავით, მაგრამ მე-3 გოლი მე-2 ტაიმის დაწყებიდან ძალიან მალე გავუშვით. ჩვენ ფრანგული ფეხბურთის ისტორიაში უდიდესი გმირობის ჩადენა მოგვეთხოვებოდა. პატივი გვცეს და 7-0 დაგვამარცხეს. ეს უდიდესი გუნდის ინდიკატორია. პსჟ ომის მანქანაა, დღესდღეობით ყველას სილას აწნის.

თუმცა, ეს ყველაფერი მშვენიერი საყურებელი იყო, ვნახე ბევრი ნიჭიერი, სწრაფი და ტექნიკური ფეხბურთელი. ყველაზე საინტერესო ისაა, რომ 0:6-ზეც კი არაფერი დაგვითმეს, თავს ძაღლებივით იცავდნენ და ეს პატივისცემის უდიდესი გამოხატულება იყო.

პარი სენ ჟერმენის პრეზიდენტმა დამირეკა, მთელი პერსონალი დიდებული ადამიანებითაა დაკომპლექტებული, მეგობრულები, თავაზიანები და განათლებულები არიან. ეს არის ფეხბურთი, რომელიც ჩვენ გვიყვარს.

ჩემს ფეხბურთელებსა და გუნდის თითოეულ წევრს დიდ მადლობას ვუხდი. აქ ყოფნის 16 წლის განმავლობაში ამ ემოციებზე ვერც კი ვიოცნებებდი.'' - გიიომ ალანუ

საფრანგეთის თასის მეოთხედფინალში ,,პარი სენ ჟერმენმა'' ,,ბრიუშენი'' სტუმრად 7:0 დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა.

ლუის ენრიკეს გუნდი მომავალ შეხვედრას შაბათს ღამით (00:05), საფრანგეთის ლიგა 1-ში, ,,ლილის'' წინააღმდეგ გამართავს.

სხვა სტატიები