"პასუხისმგებლობას ვიღებ" - კამავინგა გულშემატკივარს ბოდიშს უხდის
11 საათის წინ
ფეხბურთი
1 წთ
მადრიდის რეალის ცენტრალური ნახევარმცველი, ედუარდო კამავინგა, უეფას ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის საპასუხო მატჩში მიუნხენის ბაიერნთან მოედნიდან გაძევების შემდეგ გულშემატკივარს მიმართავს და ბოდიშს უხდის.
"ვიღებ პასუხისმგებლობას ჩემს ქმედებებზე. მინდა ბოდიში მოვუხადო ჩემს გუნდს და ყველა მადრიდისტას. მადლობა მხარდაჭერისთვის. ხანგრძლივი სიცოცხლე მადრიდს! ყოველთვის", - ამბობს ედუარდო კამავინგა.
23 წლის ფეხბურთელი მატჩში მეორე ტაიმში ჩაერთო, ორი ყვითელი ბარათი მიიღო და მოედანი 86-ე წუთზე დატოვა, რის შემდეგაც მიუნხენელებმა 2 გოლის გატანა მოახერხეს და ორმატჩიან დუელში გამარჯვებას (6:4) მიაღწიეს. ნახევარფინალში ბავარიელები ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ-ს შეხვდებიან.