ოფიციალურად: სეზონის ბოლოს დანი კარვახალი რეალ მადრიდს დატოვებს
ოფიციალურად, რეალ მადრიდმა დაადასტურა, რომ დანი კარვახალი სეზონის ბოლოს გუნდს დატოვებს. სამეფო კლუბმა აღნიშნული ინფორმაციის შესახებ თავის გვერდზე განცხადება გამოაქვეყნა.
„რეალ მადრიდი“ მადლიერებასა და სიყვარულს გამოხატავს ჩვენი კლუბისა და მსოფლიო ფეხბურთის ერთ-ერთი უდიდესი ლეგენდის მიმართ. კარვახალი ფეხბურთის ისტორიაში ხუთი ფეხბურთელიდან ერთ-ერთია, რომელმაც ექვსი ჩემპიონთა ლიგა მოიგო და ის იმ გუნდის წევრი იყო, რომელიც ჩვენი ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე ბრწყინვალე პერიოდის ნაწილი იყო. - რეალ მადრიდის განცხადება
დანი კარვახალის ახალგაზრდული კარიერა რეალ მადრიდში 2002 წელს დაიწყო და კასტილიას გუნდის წევრი 2008 წელს გახდა, 2012 წლიდან 2013-წლამდე კი ლევერკუზენში ასპარეზობდა, მას შემდეგ კი რეალ მადრიდში ასპარეზობს და დიდი ისტორიაც დაწერა.
აღნიშნული პერიოდის განმავლობაში დანი კარვახალმა რეალ მადრიდის მაისური ყველა ტურნირის ეგიდით 450 შეხვედრაში მოირგო, რა დროშიც 14 გოლი გაიტანა და 65 საგოლე გადაცემა გააკეთა.
სამეფო კლუბთან ერთად ლეგენდარულმა ესპანელმა 26 ტიტული მოიგო: 6 ჩემპიონთა ლიგა, 5 უეფას სუპერთასი, 5 ფიფას მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი, 4 ლა ლიგა, 4 ესპანეთის სუპერთასი, 2 ესპანეთის თასი.
Comunicado Oficial: Carvajal.
— Real Madrid C.F. (@realmadrid) May 18, 2026