ოფიციალურად | სანტიაგო ხიმენესი მილანის ფეხბურთელია
იტალიური ფეხბურთის ფლაგმანმა სანტიაგო ხიმენესის ტრანსფერი გააოფიციალურა. "მილანის" მიერ გავრცელებული ოფიციალური განცხადების მიხედვით, ხიმენესმა "როსონერისთან" 4-წლიანი კონტრაქტი გააფორმა და კლუბის ღირსებას 2029 წლის ივნისამდე დაიცავს.
2001 წელს დაბადებული ხიმენესის პროფესიონალური კარიერა მექსიკურ "კრუზ ასულში" დაიწყო, თუმცა კარიერის ყველაზე შედეგიანი პერიოდი ახალგაზრდა შემტევმა როტერდამის "ფეიენოორდში" გაატარა, სადაც 73 მატჩში 45 გოლი გაიტანა და ევროპული გრანდების ყურადღება მიიპყრო.
¡Órale, wey! AC Milan just got a bit more Mexican 🇲🇽 @Santigim11 #DNACMilan #SempreMilan
— AC Milan (@acmilan) February 3, 2025
იტალიურ მედია საშუალებებში გავრცელებული ინფორმაციით, სანტიაგო ხიმენესის სანაცვლოდ "მილანმა" 32 მილიონი ევრო გადაიხადა, რომელსაც სამომავლო ბონუსების სახით, შესაძლოა კიდევ 3 მილიონი დაემატოს.