ოფიციალურად | ჰოლანდმა სიტისთან ახალი 9.5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა
ნორვეგიის ეროვნული ნაკრებისა და მანჩესტერ "სიტის" 24 წლის სუპერვარსკვლავმა - ერლინგ ჰოლანდმა, მანჩესტერულ გრანდთან ახალი, 9.5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა, რის მიხედვითაც, იგი კლუბში 2034 წლის ჩათვლით დარჩება.
Erling's here to stay! 🩵
— Manchester City (@ManCity) January 17, 2025
We're thrilled to announce @ErlingHaaland has extended his contract at City to 2034 🙌 pic.twitter.com/38ewvPqCP7
Dear defenders 🖋️ pic.twitter.com/bra8MZEhq6
— Manchester City (@ManCity) January 17, 2025
კონტრაქტის გახანგრძლივების შემდეგ, ერლინგ ჰოლანდმა პირველი ოფიციალური კომენტარი გააკეთა.
"მანჩესტერ სიტი არის განსაკუთრებული კლუბი, სავსე ფანტასტიკური ხალხითა და საოცარი მხარდამჭერებით - აქ არის ისეთი გარემო, რომელმაც ყველა ადამიანს შეიძლება უდიდესი ბედნიერება და წარმატება მოუტანოს.
ასევე მინდა მადლობა გადავუხადო პეპს, მის სამწვრთნელო შტაბს, ჩემს თანაგუნდელებს და კლუბის ყველა თანამშრომელს, რადგან ისინი ძალიან დამეხმარნენ ბოლო ორი წლის განმავლობაში. მათ ეს ადგილი ჩემთვის განსაკუთრებული გახადეს და ახლა მე ვარ ქალაქელი..." - ერლინგ ჰოლანდი
ერლინგ ჰოლანდი "სიტიში" 2022/2023 წლების სეზონიდან თამაშობს, რა პერიოდშიც მან 126 მატჩში 111 გოლის გატანა და 15 საგოლე გადაცემის შესრულება შეძლო.
მან პირველივე სეზონში შეძლო, პრემიერ ლიგის ბომბარდირი გახდა და პრემიერ ლიგის ყველა დროის რეკორდი მოხსნა - 1 სეზონში გატანილი 36 გოლი.