ოფიციალურად: ფერმინ ლოპესი 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატს გამოტოვებს
7 საათის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ოფიციალურად: ბარსელონას ფეხბურთელი ფერმინ ლოპესი 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატს ტრავმის გამო გამოტოვებს და ესპანეთის ნაკრებს ვერ დაეხმარება. ამის შესახებ ინფორმაცია თავად ესპანელმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.
შეგახსენებთ, რომ ფერმინ ლოპესმა ბეტისის წინააღმდეგ ტრავმა მიიღო, როგორც შემდეგ გაირკვა ფეხბურთელს მარჯვენა ტერფის მოტეხილობა აქვს და ქირურგიულმა ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა.
ფერმინ ლოპესის განცხადება:
ოპერაციამ ძალიან კარგად ჩაიარა და უკვე ვფიქრობ, რომ უფრო ძლიერი დავბრუნდები, როგორც ფიზიკურად, ასევე გონებრივად.
როდესაც ყველაზე ნაკლებად ელი ან იმსახურებ, სწორედ იმ დროს ცხოვრება და ფეხბურთი შეიძლება ყველაზე სასტიკი იყოს, მაგრამ ამას უნდა შეეგუო, რომ ეს ყველაფერი ამ გზის ნაწილია. ეს ჩემთვის ძალიან რთული პერიოდია და კიდევ ერთი გამოწვევაა ჩემს კარიერაში, რომელსაც აუცილებლად გადავლახავ, ამაში ეჭვი არ მეპარება.
ახლა დროა, სახლიდან ვუგულშემატკივრო ეროვნულ ნაკრებსა და ჩემს თანაგუნდელებს.
მთელი გულით ყველას მადლობას გიხდით მხარდაჭერისთვისა და თბილი შეტყობინებებისთვის. - ფერმინ ლოპესი