ნიკოლას ოტამენდი რივერ პლეიტში გადავიდა
პორტუგალიურ კლუბში 180-ზე მეტი მატჩისა და მრავალი ტიტულის მოგების შემდეგ, არგენტინელმა ვეტერანმა მცველმა, ნიკოლას ოტამენდიმ ბენფიკა დატოვა და სამშობლოში დაბრუნდა.
38 წლის მსოფლიო ჩემპიონმა, კონტრაქტი რივერ პლეიტთან გააფორმა (მას ბენფიკასთან კონტრაქტის ვადა ამოეწურა და თავისუფალი აგენტის სტატუსით წავიდა).
ოტამენდიმ ბენფიკადან (2020-2026) წასვლის შესახებ გადაწყვეტილება მაისის დასაწყისში გამოაცხადა. 2010 წლიდან (ევროპაში გადმოსვლის შემდეგ), ოტამენდიმ 4 წელი პორტოში გაატარა, თითო წლით იყო ვალენსიასა და ატლეტიკოში, 5 წელი ითამაშა მანჩესტერ სიტიში, მისი ბოლო ევროპული კლუბი კი ბენფიკა იყო.
შეგახსენებთ, რომ ლიონელ სკალონიმ ოტამენდი სამუნდიალო განაცხადში დაასახელა, ასე რომ, 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონი, ტიტულის დაცვას შეეცდება.
Nicolás Otamendi has signed his contract until December 31, 2027, and will officially become a River Plate player on July 1, 2026.
— River Plate Global (@GlobalCARP) May 29, 2026
Welcome home, Nico! 🤍❤️🤍 pic.twitter.com/9RLy3XNccC