ნიკა კაჭარავამ ანორთოსისთან გაახანგძლივა
5 წლის წინ
ფეხბურთი
2 წთ
თემურ ქეცბაიას "ანორთოსისში" ქართველ ფეხბურთელებთან ერთად დიდი გეგმები აქვს. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრების ყოფილი მწვრთნელის ინიციატივით გუნდში ჯანო ანანიძეც მივიდა. ფამაგუსტას გუნდის ოფიციალური გვერდის ინფორმაციით, "ანორთოსისის" 26 წლის ფორვარდმა, ნიკა კაჭარავამ ახალ ხელშეკრულებას მოაწერა ხელი და კონტრაქტი 2022 წლამდე გაახანგძლივა. ქართველმა თავდამსხმელმა მიმდინარე სეზონში 11 მატჩი ჩაატარა და 5 გოლის გატანა მოახერხა.