Netflix-მა დევიდ ბექჰემზე დოკუმენტური სერიალი გადაიღო
1 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
Netflix-მა "მანჩესტერ იუნაიტედისა" და ინგლისური ფეხბურთის ლეგენდაზე დევიდ ბექჰემზე დოკუმენტური ფილმების სერია გადაიღო. სერიალი, რომლის პრემიერაც 4 ოქტომბერს იქნება 4 ეპიზოდისგან შედგება.
აღნიშნული დოკუმენტური ფილმი დევიდის ცხოვრებისა და კარიერის საინტერესო მოვლენების შესახებ მოგვითხრობს. საინტერესოა, რომ "ბექჰემის" შექმნაზე ოსკარის მფლობელი რეჟისორი ფიშერ სტივენსი და ემის ჯილდოს მფლობელი პროდიუსერი ჯონ ბატსეკი მუშაობდნენ.
⚡️ Netflix | Preparan documental de David Beckham 🎩
— CTA.pe (@CTAFromHome) September 21, 2023
⚽️ Inter Miami pic.twitter.com/k2HBdbhEe0