ნეიმარი: "ვეთანხმები კრიშტიანუს - საუდი პრო ლიგა, ლიგა 1-ზე მაღალი დონისაა..."
3 კვირის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ბრაზილიის ეროვნული ნაკრებისა და "ალ ჰილალის" შემტევმა - ნეიმარმა, საუდი პრო ლიგაზე ისაუბრა და კრიშტიანუ რონალდუს აზრი თავადაც დაადასტურა, რომ ეს ჩემპიონატი საფრანგეთის ლიგა 1-ს ჯობს.
"სრულიად ვიზიარებ კრიშტიანუ რონალდუს აზრს და ვეთანხმები მას. მიმაჩნია, რომ საუდის არაბეთის ჩემპიონატი დღეს უფრო მაღალ დონეზე დგას, ვიდრე საფრანგეთის ლიგა 1.
რა თქმა უნდა, ლიგა 1-ში უფრო მეტი ცნობილი ფეხბურთელი თამაშობს, თუმცა საუდის არაბეთში უფრო მეტი მაღალი დონის მოთამაშე გადმოვიდა და აქაურობა ყოველდღიურად უფრო ვითარდება.
2-3 წელიწადში საუდის არაბეთის ჩემპიონატი TOP 5 ლიგაში იქნება..." - ნეიმარი
🚨🗣️ Neymar Jr:
— Pubity Sport (@pubitysport) January 7, 2025
“I agree with what Cristiano Ronaldo said, that the Saudi League is BETTER than the French League.” 😳🇫🇷 pic.twitter.com/D2MKlfne1F
32 წლის ბრაზილიელი შემტევი "ალ ჰილალის" ღირსებას 2023 წლიდან იცავს, არაბულმა კლუბმა მასში 120 მილიონი ევრო მიიღო, თუმცა მისი არაბული კარიერა, მძიმე ტრავმების გამო ცუდად მიდის, რადგან 1 წლის შემდეგ, მას მხოლოდ 7 მატჩი აქვს მონაწილეობა მიღებული, სადაც ერთი გოლის გატანა და 3 საგოლე გადაცემის შესრულება შეძლო.