ნაპოლიმ კვარაცხელიასთვის ახალი კონტრაქტი გაამზადა
1 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ფაბრიციო რომანოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "ნაპოლიმ" კვარაცხელიას ახალი კონტრაქტი გაუმზადა. ამავე წყაროზე დაყრდნობით, ქართველი შემტევის ხელფასი 5-6 მილიონ ევრომდე გაიზრდება. აღნიშნულ თანხას კვარაცხელია სეზონში მიიღებს.
როგორც რომანო ამბობს, შემდეგ კვირებში ხვიჩას წარმომადგენლებთან მოლაპარაკებები გაგრძელდება.
"ნაპოლის" რიგებში ხვიჩამ მიმდინარე სეზონში 10 მატჩი ჩაატარა და 4 გოლი გაიტანა. ქართველმა შემტევმა 2 საგოლე გადაცემაც მიითვალა.